Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩარლზს ოფიციალურად გამოაცხადებენ გაერთიანებული სამეფოს მეფედ


ბრიტანეთის მეფე ჩარლზი. 9 სექტემბერი, 2022 წელი
ბრიტანეთის მეფე ჩარლზი. 9 სექტემბერი, 2022 წელი

10 სექტემბერს ბრიტანეთში შეიკრიბება სამეფო საბჭო, რათა ჩარლზ III ოფიციალურად გამოცხადდეს მეფედ.

გამოცხადებას წაიკითხავენ წმინდა ჯეიმსის სასახლეში და „Royal Exchange-ის“ - ბრიტანეთის პირველი ბირჟის შენობაში, რის შემდეგაც ჩარლზი ოფიციალურად დამტკიცდება მეფედ.

ამის შემდგომ ჩარლზ III შეხვდება პრემიერ-მინისტრს. 10 სექტემბერს დაგეგმილია ასევე პარლამენტის მიერ სამძიმრის გამოცხადება.

ჩარლზი ბრიტანეთის მეფე გახდა ავტომატურად მას მერე, რაც გარდაიცვალა ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II.

ელისაბედ II-ის დასაფლავების ცერემონია გაიმართება 19 სექტემბერს ვესტმინსტერის სააბატოში.

დედოფლის საბოლოო განსასვენებელი ადგილი იქნება უინდსორების სასახლე, მეფე ჯორჯ VI-ის კაპელა, სადაც მას მამამისის გვერდით დაკრძალავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG