Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ TBC ბანკმა სანქციები დაადო და ანგარიშები დაუხურა


დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი, ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, რომ TBC ბანკმა სანქციები დაუწესა და ანგარიშები დაუხურა. ის ავრცელებს ბანკისგან მიღებულ წერილსაც, სადაც წერია, რომ ლორთქიფანიძეს ერთი კვირის ვადა აქვს ანგარიშებზე არსებული თანხის სხვა ბანკებში გადასატანად. წერილში ანგარიშების დახურვის მიზეზად ბანკის შიდა პოლიტიკაა დასახელებული.

რადიო თავისუფლება ცდილობს ინფორმაციის მიღებას ბანკისგან. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

განახლება:

დიმიტრი ლორთქიფანიძის კომენტართან დაკავშირებით, თიბისი აცხადებს, რომ განუხრელად იცავს საერთაშორისო სანქციებს და შესაბამისად ინიცირება გაუკეთა იმ იურიდიული პირის/ორგანიზაციის ანგარიშის დახურვას, რომლის დამფუძნებელიც სანქცირებული იურიდიული პირია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG