Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედია: სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულია ხარკოვში უკრაინის უშიშროების ყოფილი ხელმძღვანელი

რომან დუდინი
რომან დუდინი

გავრცელებული ცნობებით, სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულია ხარკოვის რეგიონში უკრაინის უშიშროების სამსახურის (SBU) დირექტორატის ყოფილი ხელმძღვანელი რომან დუდინი.

ადგილობრივი მედია 11 სექტემბერს წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დუდინი უკრაინის დასავლეთის რეგიონში დააკავეს და ოფიციალურად შეატყობინეს, რომ ეჭვმიტანილია თავისი სამსახურის უკანონოდ დატოვებასა და სამშობლოს ღალატში.

გამოძიების სახელმწიფო ბიუროს (DBR) პრესმდივანმა ოლჰა ჩიკანოვამ სააგენტო Ukrinform-თან დაადასტურა, რომ დუდინი ამჟამად დაკავებულია, თუმცა ოფიციალური განცხადება არც გამოძიების ბიუროს და არც უშიშროების სამსახურს არ გაუვრცელებიათ.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დუდინი თანამდებობიდან გაათავისუფლა ქალაქ ხარკოვის მონახულების შემდეგ, მაისის ბოლოს. ზელენსკიმ მაშინ თქვა, რომ დუდინმა "არ იმუშავა ქალაქის დასაცავად სრულმასშტაბიანი ომის პირველი დღეებიდან" - ომის, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაიწყო.

XS
SM
MD
LG