Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს ბათუმში პოლიციელებისთვის მშენებარე კორპუსების დასასრულებლად ტენდერს აცხადებს

ბათუმში, შსს-ს თანამშრომლებისთვის მშენებარე კორპუსი
ბათუმში, შსს-ს თანამშრომლებისთვის მშენებარე კორპუსი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, ადლიას ქუჩა N112-ში მშენებარე ორი კორპუსის დასასრულებლად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ორ 11-სართულიან კორპუსში უწყების თანამშრომლები იცხოვრებენ.

ტენდერში მონაწილეთათვის განაცხადების მიღება 19 ოქტომბერს იწყება. მშენებლობის სავარაუდო ღირებულებად 4 023 601 ლარია მითითებული.

ბათუმში, შსს-ს თანამშრომლებისთვის მშენებარე კორპუსი რენდერის მიხედვით
ბათუმში, შსს-ს თანამშრომლებისთვის მშენებარე კორპუსი რენდერის მიხედვით

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ორ კორპუსში ჯამში 88 საცხოვრებელი ბინა იქნება, თითოეულის ფართი კი 77,4 კვადრატული მეტრი.

XS
SM
MD
LG