Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანგ დეპუტატებს სურთ გამოძიება ცნობებისა პარტიების რუსეთიდან დაფინანსებაზე


ფოტოილუსტრაცია: ეიფელის კოშკი პარიზში განათებულია უკრაინის დროშის ფერებში
ფოტოილუსტრაცია: ეიფელის კოშკი პარიზში განათებულია უკრაინის დროშის ფერებში

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრებმა 24 სექტემბერს განაცხადეს, რომ ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატის პრეზიდენტს მიმართეს თხოვნით შეიქმნას კომისია პოლიტიკური პარტიების რუსეთიდან დაფინანსების შესახებ ცნობების გამოსაძიებლად.

იაელ ბრაუნ-პივესადმი მიწერილ წერილში, რომელსაც ჟურნალისტებიც გაეცნენ, კანონმდებლები ამბობენ, რომ ამ ნაბიჯს ბიძგი მისცა აშშ-ის დაზვერვის მონაცემების გასაჯაროებამ, რომლის თანახმადაც რუსეთმა ასობით მილიონი ევრო დაახარჯა უცხო ქვეყნების პარტიებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტია "აღორძინების" წევრი რვა დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ პოლიტიკოს მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია, ეროვნული გაერთიანება კვლავ იხდის რუსეთის ბანკების მიერ გაცემულ სესხს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 13 სექტემბერს გამოაცხადა, რომ რუსეთმა 2014 წლის შემდეგ ფარულად 300 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა პოლიტიკოსებზე და სხვა ოფიციალურ პირებზე გავლენის მოსახდენად, ოცზე მეტ სახელმწიფოში. აშშ-ის მაღალჩინოსნის განმარტებით, ეს ინფორმაცია ეფუძნებოდა აშშ-ის დაზვერვის უწყებების მიერ მოწყობილ განხილვას რუსეთის ძალისხმევისა გავლენა მოეხდინა სხვა ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ანგარიშში დასახელებული არ არის რუსეთის კონკრეტული სამიზნეები, თუმცა ნათქვამია, რომ რუსეთი სავარაუდოდ სულ უფრო ინტენსიურად მიმართავს ფარულ პოლიტიკურ დაფინანსებას, რათა ძირი გამოუთხაროს უკრაინაში შეჭრის გამო მისთვის დასავლეთის მხრიდან დაწესებულ სანქციებს.

XS
SM
MD
LG