Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Meduza: კრემლში განიხილავენ სამხედროთა მობილიზაციას ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

კრემლში განიხილავენ შესაძლებლობას, უკრაინის ომისთვის მობილიზაცია გაუწიონ არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ პირებს, არამედ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების მცხოვრებთაც - ამის შესახებ მედიასაშუალება Medusa-ს აცნობა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ.

ამ პირის ცნობით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებიდან შესაძლოა, იძულებით გაიწვიონ რამდენიმე ათასი ადამიანი.

უკრაინის მედია უკვე იტყობინებოდა ომში ცხინვალის რეგიონიდან სამხედროების მონაწილეობაზე. მარტში გავრცელდა ცნობა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საკონტრაქტო სამხედროებმა ომში მონაწილეობაზე უარი თქვეს და შინ დაბრუნდნენ.

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს გამოაცხადა მოსახლეობის ნაწილობრივი მობილიზაცია უკრაინის ომისთვის და ხელი მოაწერა შესაბამის განკარგულებას, რომლის ღია ნაწილშიც არ არის განსაზღვრული პარამეტრები, რომლითაც "ნაწილობრივი" გაწვევა დადგინდება. პირველ ეტაპზე იგეგმება 300 ათასი რეზერვისტის გაწვევა, აცხადებენ, რომ ეს რუსეთის სამობილიზაციო პოტენციალის ერთ პროცენტს შეადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG