Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი და აშშ სერბეთისგან განმარტებას ელიან რუსეთთან მის საკონსულტაციო შეთანხმებაზე


კრისტოფერ ჰილი, აშშ-ის ელჩი ბელგრადში
კრისტოფერ ჰილი, აშშ-ის ელჩი ბელგრადში

ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებმა უკმაყოფილება გამოხატეს სერბეთის გადაწყვეტილებაზე, მოსკოვთან გაეფორმებინა ორწლიანი საკონსულტაციო შეთანხმება, იმ ფონზე, როცა დასავლეთი ესწრაფვის რუსეთის იზოლირებას უკრაინაში მოსკოვის მიერ წარმოებული ომის გამო.

ბელგრადმა, რომელიც ბალკანეთში მოსკოვის ყველაზე ახლო მოკავშირეა, დაგმო რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრა, თუმცა ძლიერ ეწინააღმდეგება შეერთებას დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ უპრეცედენტო სანქციებთან.

23 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მსვლელობისას, სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოლა სელაკოვიჩმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთად გამოაცხადა "კონსულტაციების გეგმა" 2024 წლამდე.

აშშ-ის ელჩმა კრისტოფერ ჰილმა 26 სექტემბერს ბელგრადში გამართულ კონფერენციაზე თქვა, რომ "აშშ ისურვებდა გარკვეული განმარტების მოსმენას იმაზე, თუ რას წარმოადგენს ეს შეთანხმება ან რა იყო რეალურად ეს პროტოკოლი". ჰილმა თქვა, რომ ეს დოკუმენტი არ უნახავს და დასძინა: "თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, რუსეთთან არავინ არაფერს უნდა აფორმებდეს ამჟამად".

სერბეთში ევროკავშირის ელჩის, ემანუელ ჟოფრეს სიტყვებით, ბლოკი "სერბეთისგან მოელის ერთგულებას ევროპული ღირებულებების და საერთაშორისო სამართლის დაცვისადმი", თუმცა "რუსეთთან თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებით, სერბეთმა სრულიად საპირისპირო მესიჯი გაგზავნა". ჟოფრემ აღნიშნა, რომ სერბეთი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზეა და მოელიან, რომ ის თავის საგარეო პოლიტიკას ევროკავშირისას შეუსაბამებს, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებით.

შეთანხმების გაფორმება მყისიერად დაგმეს სერბეთის ოპოზიციურმა პარტიებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG