Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის მერია ამბობს, რომ მერის Facebook-ის გვერდზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა


ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მერი
ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მერი

რუსთავის მერია აცხადებს, რომ მერი ნინო ლაცაბიძე Facebook-ის ოფიციალურ გვერდს ჰაკერული თავდასხმის გამო ვერ იყენებს. მერიაში ამბობენ, რომ ინფორმაცია მიაწოდეს სამართალდამცავებს.

მერის ოფიციალურ გვერდზე წაშლილია ნინო ლაცაბიძის ფოტოც. ამ გვერდზე გამოქვეყნებული ბოლო ინფორმაცია 19 სექტემბრით არის დათარიღებული.

ფოტო ნინო ლაცაბიძის ფეისბუკგვერდიდან
ფოტო ნინო ლაცაბიძის ფეისბუკგვერდიდან

"რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ოფიციალურ Facebook გვერდზე განხორციელდა ჰაკერული თავდასხმა. ამ მომენტისთვის ვერ ხერხდება გვერდის ადმინისტრირება. ჰაკერული თავდასხმის ფაქტს უკვე იკვლევენ სამართალდამცავი ორგანოები", - წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გვერდზე ჰაკერული თავდასხმის ფაქტი წუხელ აღმოაჩინეს, როცა ადმინისტრატორმა ვერ დადო ინფორმაცია.

თავად ნინო ლაცაბიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გვერდს მისი რამდენიმე თანამშრომელი მართავდა, თუმცა წვდომა ჰქონდა მასაც.

"[ჩემს პირად გვერდს] ამ ეტაპზე პრობლემა არ შეჰქმნია. ახლა უფლება არ მაქვს [რომ ვმართო ოფიციალური გვერდი]", - ამბობს ნინო ლაცაბიძე.

რადიო თავისუფლება ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დამატებითი ინფორმაციის მოძიებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG