Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა „როსგვარდიას“ გოსტომელში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ ხოცვაში ადანაშაულებს


ქალაქი გოსტომელი. ივლისი, 2022 წელი
ქალაქი გოსტომელი. ივლისი, 2022 წელი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, პროკურატურამ და ეროვნულმა პოლიციამ დაადანაშაულეს რუსეთის გვარდიის წევრები - კემეროვოს ოლქიდან და კრასნოიარსკის მხარიდან - კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ გოსტომელში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაში.

უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების ვერსიის თანახმად, 25 თებერვალს, რუსეთის შეჭრის დაწყებიდან მეორე დღეს, რუსეთის ეროვნულმა გვარდიამ "ვერ შეასრულა კიევის აღების საბრძოლო მისია, უკან დაიხია და პოზიციები დაიკავა გოსტომელში", სადაც "ექვს საათზე მეტი ხნის განმავლობაში ესროდნენ მსუბუქ ავტომანქანებს, რომლებშიც ადგილობრივი მცხოვრებლები ისხდნენ და რომლებიც ევაკუაციას ცდილობდნენ."

მტკიცებულების სახით უწყებამ გაავრცელა სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეოკადრები, რომლებზეც, როგორც ამტკიცებენ, ჩანან რუსი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც გზასთან იმალებიან და გამვლელ მანქანებს ესვრიან. ეროვნული პოლიცია აცხადებს, რომ დაიღუპა თერთმეტი მშვიდობიანი მოქალაქე, უკრაინის უშიშროების სამსახურის თანახმად - ხუთი. კიდევ რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

უკრაინული მედია ასახელებს დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული რამდენიმე პირის სახელსა და თანამდებობას.

რუსეთის ხელისუფლებას მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში დადანაშაულებული პირების წინააღმდეგ ბრალდებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG