Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ძლიერდება ანტისამთავრობო გამოსვლები


საპროტესტო გამოსვლები ირანში. სექტემბერი, 2022 წელი
საპროტესტო გამოსვლები ირანში. სექტემბერი, 2022 წელი

ოფიციალური გაფრთხილების მიუხედავად, რომ უკვე სისხლიანი ზეწოლა კიდევ უფრო გამკაცრდება, ირანში ძლიერდება ანტისამთავრობო გამოსვლები, რომლებიც გამოიწვია მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილმა.

სოციალური მედიით გავრცელებული ვიდეოჩანაწერების მიხედვით, აქციები მიმდინარეობს ირანის სულ მცირე ექვს ქალაქში, თეირანის ჩათვლით.

აქტივისტები და ოჯახის წევრები ამბობენ, რომ 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილის მიზეზი იყო პოლიციის მიერ თავის არეში მიყენებული დარტყმები. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქალის გარდაცვალება გულის შეტევამ გამოიწვია.

ამინის სიკვდილმა კიდევ უფრო გააძლიერა უკმაყოფილება ქვეყანაში, რომელშიც მანამდეც, პერიოდულად ეწყობოდა აქციები ცხოვრების მძიმე პირობებისა და ეკონომიკური სირთულეების გამო - რაც კიდევ უფრო მეტად გააღრმავა ირანის ბირთვული პროგრამის პასუხად აშშ-ის მიერ დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა. ამავე დროს, მაჰსა ამინის სიკვდილმა გააძლიერა ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი სიბრაზე ირანის რელიგიური ლიდერების მიერ ქალთა მიმართ მოპყრობისადმი, მათ შორის კანონებისადმი, რომლებიც ქალებისგან ჰიჯაბის ტარებას მოითხოვს.

სხვა ქვეყნებში მცხოვრები ირანელები სოციალური მედიით წერენ, რომ 1 ოქტომბერს 70-ზე მეტ ქალაქში გამართავენ აქციებს ირანში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციების მხარდასაჭერად.

XS
SM
MD
LG