Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა ფოტიგა მიხეილ სააკაშვილზე: დიდი ქართველი პატრიოტის პატიმრობიდან 1 წელი გავიდა


ანა ფოტიგა 
ანა ფოტიგა 

ევროპული პარლამენტის პოლონელი წევრი ანა ფოტიგა "ფეისბუკზე" ეხმიანება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნიდან ერთი წლის გასვლას.

"დღეს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დიდი ქართველი პატრიოტის და პუტინის მტრის პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობიდან 1 წელი შესრულდა. ვუსურვებ მას ჯანმრთელობას, ძალას და გამძლეობას", - წერს ანა ფოტიგა.

დღეს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. ის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 2021 წლის სექტემბრის ბოლოს ჩამოვიდა საქართველოში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG