Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა


კირილ პეტკოვი
კირილ პეტკოვი

ბულგარეთში ჩატარდა საყოველთაო არჩევნები, რომელიც მეოთხეა უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში, მმართველი კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით პარლამენტში მორიგი დაპირისპირებისა და რთული მოლაპარაკებების შემდეგ.

თითქმის 7-მილიონიანი ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხში იმყოფება 2020 წლიდან, როცა მთელ ქვეყანაში საყოველთაო გამოსვლები გაიმართა მრავალწლიანი კორუფციის გასაპროტესტებლად. ამ უკმაყოფილების დიდი ნაწილი მიმართული იყო ბოიკო ბორისოვისა და მისი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის, "მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის" (GERB), წინააღმდეგ.

უკანასკნელი მთავრობა, რომელსაც კირილ პეტკოვი ხელმძღვანელობდა, ივნისში დაიშალა, მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ, როცა ის კოალიციის ერთ-ერთმა პარტნიორმა დატოვა. პეტკოვი, რომელიც ხელმძღვანელობს რეფორმის მომხრე პარტიას, "ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებებს" (PP), ცდილობდა შეესრულებინა კორუფციის აღმოფხვრის შესახებ თავისი პირობა.

მან ასევე მხარი დაუჭირა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ქვეყანა, რომელსაც ტრადიციულად მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა მოსკოვის მიმართ, ადანაშაულებს კრემლს, რომ დაეხმარა მთავრობის დაშლის ორგანიზებას, მთავრობისა, რომელმაც უარი განაცხადა გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე, როგორც ამას რუსეთი მოითხოვდა.

კენჭისყრამდე ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ პარტიას - "მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის" (GERB) - მხარს უჭერდა ამომრჩევლის 25-26 პროცენტი. პარტიის - "ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებებს" (PP) - მხარდაჭერა დაახლოებით 16.5 პროცენტს შეადგენდა.

რვა პარტიამ შესაძლოა გადალახოს 4-პროცენტიანი ბარიერი, რომელიც საჭიროა პარლამენტში შესასვლელად და 240-კაციან საკანონმდებლო ორგანოში ადგილების მოსაპოვებლად.

XS
SM
MD
LG