Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11-მდე გაიზარდა ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეული სახლი. 2022 წლის 6 ოქტომბერი
ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეული სახლი. 2022 წლის 6 ოქტომბერი

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური განაგრძობს სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ქალაქ ზაპოროჟიეს იმ რაიონში, რომელზეც გუშინ, 6 ოქტომბერს, რუსეთის სამხედრო ძალებმა მიიტანეს სარაკეტო იერიში.

7 ოქტომბრის დილის მონაცემებით, დადასტურებულია 11 ადამიანის სიკვდილი. მანამდე ცნობილი იყო, რომ სარაკეტო დარტყმას ემსხვერპლა 7 ადამიანის სიცოცხლე. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ორი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს 21 გადარჩენილი.

ზაპოროჟიეზე შეტევა დღეს დილითაც განხორციელდა. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ სტარუხის თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეში დღეს პირველად გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატები, სავარაუდოდ, ირანული Shahed-136. წინასწარი ინფორმაციით, დანგრეულია ინფრასტრუქტურის 2 ობიექტი.

რამდენიმე დღის წინ, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა ზაპოროჟიეს, დონეცკის, ლუგანსკის და ხერსონის ოლქები, რომელთა ნაწილს ისევ კიევი აკონტროლებს.

XS
SM
MD
LG