Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სამიტი პრაღაში ენერგეტიკულ კრიზისზე მსჯელობს


ჩეხეთის დედაქალაქში შეკრებილი ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურები 7 ოქტომბერს ენერგეტიკულ კრიზისზე მსჯელობენ.

საქმე ეხება საკითხს, თუ როგორ შეაჩერონ ბუნებრივი აირის ფასების მკვეთრი ზრდა. შეკრებილების უმრავლესობას სურს, დაწესდეს აირზე უმაღლესი ფასი, ანუ შეიზღუდოს მისი დადგენილზე მეტად გაზრდა.

ზოგიერთი წევრი კრიტიკით გამოდის გერმანიის წინადადების მიმართ, შეიქმნას 200-მილიარდიანი ე.წ. „დამცავი ფარი.“ კრიტიკულად განწყობილები მიიჩნევენ, რომ ეს საზიანოა შიდა ბაზრისთვის.

ლატვიის პრემიერი კრიშიანის კარინში ემხრობა ევროპის დონეზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებას, მაგრამ, მისი აზრით, შესყიდვის დაბალი ფასით არ უნდა დაზარალდეს მომარაგების უსაფრთხოება.

პოლონეთის, იტალიის, საბერძნეთის და სხვა ქვეყნებისგან შემდგარმა ჯგუფმა ადრე წამოაყენა ევროკავშირში გაზის „ფასების დინამიკური დერეფნის შექმნის წინადადება“, რათა მაღალი ფასები შემცირდეს.

ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ ლერ ლაიენმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ყველა მეწარმეს შიდა ბაზარზე მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს. კონკურენცია ხარისხმა უნდა განსაზღვროს და არა სუბვენციებმა, თვლის ის.

პრაღის სამიტზე შეიძლება, ასევე გადაწყვიტონ უკრაინისთვის დაპირებული სამი მილიარდი დოლარის გამოყოფის და სამხედრო დახმარების საკითხები.

XS
SM
MD
LG