Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის დაკეტვის მოთხოვნით პარლამენტის წინ აქცია გაიმართა


თბილისი, აქცია პარლამენტის წინ
თბილისი, აქცია პარლამენტის წინ

„დაკეტე საზღვარი" - ასე ჰქვია აქციას, რომელიც თბილისში, პარლამენტის წინ გაიმართა. დემონსტრაცია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. შეკრებილებმა მოისმინეს უკრაინის და ევროკავშირის ჰიმნებიც.

თბილისი, აქცია პარლამენტის წინ
თბილისი, აქცია პარლამენტის წინ

აქციის ორგანიზატორების მოთხოვნები შემდეგია:

  • „დაუყოვნებლივ დაიკეტოს რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი დარიალში რუსეთის მოქალაქეებისთვის!

(გამონაკლისს შესაძლებელია, წარმოადგენდნენ ეთნიკური ქართველები, საქართველოს მოქალაქეები, კავკასიელები და ჰუმანიტარული მისია, როგორიც არის, მაგ. მიცვალებულის გადასვენება).

  • დაწესდეს სავიზო რეჟიმი ადგილზე მყოფი რუსეთის მოქალაქეებისთვის!
  • აიკრძალოს ბინადრობის მოწმობის გაცემა!
  • აიკრძალოს ბიზნესის რეგისტრაცია!"

21 სექტემბერს რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე მრავალსაათიანი რიგები გაჩნდა.

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია 24 თებერვალს დაიწყო.

XS
SM
MD
LG