Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდ დიღომში ქალი მოკლეს - პოლიციამ ერთი პირი დააკავა


თბილისში, დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ქალი მოკლეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს დამატებით ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს.

XS
SM
MD
LG