Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ლავროვი: აშშ-მა უარი უნდა თქვას მსოფლიო ბატონობის პრეტენზიაზე


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-მა უარი უნდა თქვას მსოფლიო ბატონობის პრეტენზიაზე.

მისი სიტყვებით, ამერიკის ხელმძღვანელობამ შესაბამისი დასკვნები უნდა გამოიტანოს რუსეთის საქმეებში ჩარევის მცდელობებიდან.

„ამერიკელებმა ფაქტობრივად ფეხქვეშ გათელეს საერთაშორისო სამართალი და დიპლომატიურ პრაქტიკაში ათწლეულების განმავლობაში არსებული დაუწერელი ტაბუები. მიუხედავად გეოპოლიტიკური რეალიებისა, აშშ ცდილობს მოაშთოს მსოფლიო თანამეგობრობის სხვა წევრები, ყველა აიძულოს იცხოვრონ „წესებით“ რომლებიც თავად მათ გამოიგონეს“, თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლავროვის თქმით, რუსოფობიურად განწყობილი ელიტები თეთრ სახლს რუსეთთან ღია კონფრონტაციისკენ უბიძგებენ. ლავროვის აზრით, იმისთვის, რომ ეს მოჯადოებული წრე გაწყდეს, აშშ-მა უნდა დათმოს მსოფლიო ბატონობაზე პრეტენზია.

ლავროვის თქმით, ვაშინგტონი „რთულად და მტკივნეულად“ ახერხებს „მსოფლიოში ძალთა ახალი განლაგების გაცნობიერებას“. მან დასძინა, რომ რაც უფრო ადრე გააცნობიერებენ ამერიკელები გეოპოლიტიკურ რეალობას, მით უფრო ნაკლები პრობლემა შეექმნებათ.

მანამდე ლავროვი აცხადებდა, რომ რუსეთი დაინტერესებულია ჩინეთთან თანამშრომლობაში ენერგეტიკის სფეროში.

XS
SM
MD
LG