Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა კიევზე დღევანდელი შეტევის შედეგად


აფეთქებებით გამოწვეული ხანძარი კიევში. 2022 წლის 10 ოქტომბერი
აფეთქებებით გამოწვეული ხანძარი კიევში. 2022 წლის 10 ოქტომბერი

კიევზე დღეს დილით განხორციელებული შეტევისას, წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 5 მშვიდობიანი მოქალაქე და 12 დაიჭრა. ამის შესახებ უკრაინის შს-თა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა. ზოგიერთი უკრაინული მედიასაშუალების ცნობით, დაღუპულია 8 ადამიანი.

უკრაინის კულტურის მინისტრ ოლქსანდრ ტკაჩენკოს ინფორმაციით, კიევის ცენტრში დაზიანებულია ფილარმონია და ორი მუზეუმი.

რუსეთის სამხედრო ძალებმა საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, კიევზე შეტევა დღეს დილით მიიტანეს. სარაკეტო იერიშები განხორციელდა უკრაინის სხვა ქალაქებზეც. აფეთქებების შესახებ იუწყებიან ლვოვიდან, დნეპროპეტროვსკიდან, ნიკოლაევიდან, ჟიტომირიდან, ხმელნიცკიდან, კრივოი-როგიდან, ხარკოვიდან და ზაპოროჟიედან. მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდეს.

XS
SM
MD
LG