რუსეთმა და უკრაინამ კიდევ ერთხელ გაცვალეს სამხედრო ტყვეები. მხარეებმა ერთმანეთს გადასცეს 20-20 ადამიანი. როგორც უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ანდრი ერმაკმა განაცხადა, გათავისუფლებულ უკრაინელებს შორის არიან 14 სამხედრო მოსამსახურე, ტერიტორიული თავდაცვის 4 წევრი, ერთი ეროვნული გვარდიელი და ერთი მეზღვაური.
ზოგიერთი უკრაინელი სამხედრო ტყვეობაში იმყოფებოდა ელენოვკაში, დონეცკის რეგიონში და რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ტერიტორიებზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა გაცვლა, მაგრამ დეტალები არ გაუმჟღავნებია.
ბოლოს მხარეები ტყვეების გაცვლის შესახებ 11 ოქტომბერს იტყობინებოდნენ. უკრაინულმა მხარემ თქვა, რომ დაიბრუნა 32 სამხედრო, მათ შორის ისრაელელ დიმიტრი ფიალკის ცხედარი.
მანამდე რუსეთმა და უკრაინამ 22 სექტემბერს თურქეთის შუამავლობით გაცვალეს ტყვეები. ეს მნიშვნელოვანი გაცვლა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა - კიევს 215 პატიმარი გადაეცა, მათ შორის პოლკ "აზოვის ჯარისკაცები. რუსეთში 55 ადამიანი დაბრუნდა, მათ შორის ისინი, ვინც დონბასში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მხარეს იბრძოდა. კიევმა მოსკოვს ასევე გადასცა პრორუსი პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი.