Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის აპოთეოზი და ბოთლების ჩაბარების მაგია


ავტორი: მიშო სორდია

მდუმარებით ებრძოდა დაღლილი და სახსრებში მჩხვლეტავი, ტკივილებით გათანგული ჩემი ოჯახი სახლის დაკარგვის ქაოუსურ ტკივილს, ადგილი სადაც თბილად წვებოდნენ თავიანთ კომფორტულ და მყუდრო ოთახებში, სადაც ვახშმობდნენ, სადაც დაცულად გრძნობდნენ თავს, თავისუფლად, მგზნებარე გულებს აბრაგუნებდნენ და გეგმებს სახავდნენ, ერთ დღეს უბრალოდ პასპორტებით, ხალათებით და ფოტოსურათებით ხელში გზას გაუყვნენ, ისე , რომ წარმოდგენაც არ ქონდათ სად მიდიოდნენ ან რამდენიხნით, ეს სვლა წყვდიადივით იყო, უკუნით სიბნელეში ხელების მოძრაობებით, რომ ცდილობ გაიკვლიო გზა სინათლისკენ, განსხვავებით ჩემი ოჯახის, რომელმაც ერთი საშინელი სიბნელიდან გადაინაცვლა მეორე მხარეს, რომელშიც დახვდა საკუთარი ხალხის მოძულე და უცნაური თვალები. ომში დაიღუპა ბაბუჩემი, ერთ ერთი შეტაკების დროს, ასე მარტივად და უგრძნობლად იმიტომ ვწერ ამაზე, რომ არ ვიცნობდი საერთოდ და მეორე ვცდილობ, რომ არ გავაფეტიშო წარსულის აჩრდილები, რადგან ისინი გამუდმებით ცდილობენ ჩაგვითრიონ სენტიმენტების უსაფუძვლო ორმოში, სადაც ვკარგავთ რეალობის აღქმის უნარს და ობიექტურობას, იგი ჩუმად დაასაფლავეს ბიჭვინთის სასაფლაოზე ცრემლების და შეძახილების გარეშე, მშვიდად, ისე მშვიდად როგორც თითონ ადამიანების მკვდარი სხეულები წვანან ხოლმე გაუნძრევლად, უსულოდ. უეცრად დავბერდით ყველანი, შევსახლდით სასტუმრო "ივერიაში" რუსთაველის გამზირზე, ქალაქმა გვაგრძნობინა, რომ პარაზიტის მსგავსი სხეულების მოშორებას ცდილობდა ჩვენი სახით, სისხლის ფერი თვალებით ფეხებზე კან გაცილილი და გადაღლილი სახეებით ეჭიდებოდნენ ომ გამოვლილი ადამიანები ეგრედ წოდებული "ტოლვილები" პატარა იმედს, თვეში ერთხელ მოწოდებული ბრინჯის, ზეთის და ფქვილის სახით, ეს იყო განცდა უსუსურობის და დაკარგულობის საკუთარი ქვეყნის გაუცხოების, საზიზღარი მახინჯი წამონაზარდის მოშორების მსგავსად მოლოდინში ხარ, თითქოს ახლა ამოგგლეჯენ და მოგისვრიან ზიზღით, ეს უცნაური შეგრძენბა პირველად განვიცადე სკოლაში, როდესაც ერთერთმა ბავშვმა მითხრა " როდის მოშორდებით ამ ქალაქიდანო?" იმ წამს კარგად ვერ გავიაზრე რამდენად ღრმა და საშინელი სიტყვები მომაწმინდა, თითქოს სექტის წევრი ვყოფილიყავი, რომელიც ღმერთ გმობს ან კუკუსკლანივით ნიღბებით ვიკრიბებოდით და განვიხილავდით ამ ქვეყნის დანგრევას, ძალიან სასაცილოდ მეჩვენებოდა ეს ქალაქის მაცხოვრებლების უსაფუძვლო შიში ომ გამოვლილი ძალაგამოცლილი ადამიანების მიმართ, რომლებიც უბრალოდ თავის გადარცენას ცდილობდნენ, არა ცხოვრების გაგრძელებას, არამედ არსებობას.

ამ მძიმე ფიქრებით დაფარული ჩვენი სახლის კედლებში, მე როგორც არსება ბავშვი, ვაგრძელებდი პოზიტივის ფრქვევას, უაზრო იდეების განხორციელებას და ჩემი სასაცილო ხუჭუჭების დამშვიდებას, მეზობლად ბაბუჩემის და ცხოვრობდა, გაჭირვების ჟამს, რომელიც უფრო ხშირი ყოველდღიურობა იყო, ვიდრე ლხინი, მზვერავის გამჭრიახობით ჩუმად დამიძახებდა, დამისვამდა, ჯერ გრძელ მონოლოგს მოჰყვებოდა, რთულ ცხოვრებაზე, ცოტას იტირებდა გული, რომ ამჩუყებოდა,გვერდით დუბაის ცელოფანი სავსე იყო ცარიელი ბოთლებით, საუბრის პროცესში დროდადრო გადახედავდა მას, აგრძელებდა საუბარს თუ როგორი მნიშვნელოვანი იყო მისთვის ამ ცარიელი ბოთლების ჩაბარებით აღებული თანხა, და რომ თითონ ვერ წაიღებდა რადგან სირცხვილი იყო, მე კი ერთი ტოლვილი გამხდარი ბავშვი ვიყავი რომლისთვისაც სულერთი იყო სოციუმის აზრი ბოთლების ჩაბარებსთან დაკავშირებით, არ დავმალავ და მეხალისებოდა კიდეც, გარეთ გასული, თამამად, ამაყად მივაბიჯებდი ბავშვებში, ყველა შურით მიყურებდა თუ როგორ შევძელი ამდენი შუშის ბოთლის აგროვება თან უმრავლესობა შამპანიურის იყო, ყველაზე ძVირად ღირებული ნარჩენი ბოთლების ჩაბარების ბიზნესში, როდესაც უკან მომქონდა ნავაჭრი, ყოველთვის ველოდებოდი გასამრჯელოს, დიდი დაჭყეტილი უმწეო თვალებით, იმ ოც თეთრზე ყოფილიყო დამოკიდებული ჩემი და ჩემი ოჯახის მომავალი.

გაუთავებელი ადგილობრივი ტომების და ჩამოსულების ბრძოლების ადაპტირების პირველი ნაბიჯი აღვიქვი როდესაც 2000 იანებში მოხდეა ძლიერი მიწისძვრა, მახსოვს როგორ შექანდა ჩემში თანაბრად ჩალაგებული თითოეული პაწაწუნა ორგანო, როდესაც ქვემოთ ჩამოვედით და შიშიგან უბრალოდ ვათბობდით ერთმანეთს, ვავსებდით და პირველყოფილებივით კოცონს შემომსხდარი ბავშვები განურჩევლად წარმომავლობის, იდეოლოგიისა და რელიგიის სიცოცხლის კიდევ ერთი დღისთვის ვიგუბებდით ცივ ჰაერს ფილტვებში და მსუბუქად ვუშვებდით თბილ ორთქლს ცივი ზამთრის დღეს, მაშინ გამიელვა ერთმა აზრმა, რომელსაც საკუთარ თავს ვეუბნეოდი გამუდმებით, " ჩვენ არ ვართ მარტო".

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG