Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტნიორი ქალების შიშველი ფოტოების სოციალურ ქსელებში განთავსების გამო 5 კაცი დააკავეს


ერთ-ერთი ბრალდებულის დაკავების კადრი
ერთ-ერთი ბრალდებულის დაკავების კადრი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა 5 კაცი, რომლებიც ყოფილი პარტნიორი ქალების შიშველ ფოტოებსა და ვიდეოებს ინახავდნენ. გამოძიების ინფორმაციით, ამ ფოტოებსა და ვიდეოებს ბრალდებულები ყოფილი პარტნიორების ნათესავებს უგზავნიდნენ და სოციალურ ქსელში დებდნენ. კაცები ზოგიერთ შემთხვევაში ამ მასალებს შანტაჟისთვისაც იყენებდნენ.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები სხვადასხვა დროს მათთან ურთიერთობაში მყოფი დაზარალებული პირების შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, ვიდეოებს, ინტიმური და პირადი ხასიათის მიმოწერებს ინახავდნენ, სოციალურ ქსელში ათავსებდნენ, მობილური ტელეფონის მეშვეობით დაზარალებულის ნათესავებსა და ახლობლებს უგზავნიდნენ, ცალკეულ შემთხვევებში კი აღნიშნულ ვიდეო და ფოტო მასალას დაზარალებულებთან ურთიერთობის გაგრძელებისათვის შანტაჟის იარაღად იყენებდნენ", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლითა და 159-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG