სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ორი ბომბის აფეთქების შედეგად სულ მცირე ასი ადამიანი დაიღუპა და სამასამდე დაშავდა. აფეთქებები განათლების სამინისტროს შენობის გვერდით, ბაზრის მახლობლად მოხდა. ეს ყველაზე სისხლიანი თავდასხმაა სომალიში 2017 წლის შემდეგ, როდესაც იმავე ადგილის მახლობლად ბომბის აფეთქების შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი მოკვდა.
პასუხისმგებლობა თავდასხმაზე არავის აუღია, თუმცა სომალის პრეზიდენტმა, ჰასან შეიხ მოჰამუდმა ალ-ყაიდასთან დაკავშირებული დაჯგუფება, ალ-შაბააბი დაადანაშაულა.