Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰიუსტონის ბოულინგის კლუბში მომხდარი სროლისას მოკლულია ცნობილი რეპერი Takeoff-ი


აშშ-ის ქალაქ ჰიუსტონის ერთ-ერთ ბოულინგის კლუბში მომხდარი სროლისას მოკლულია რეპერი Takeoff-ი (კერშნიკ ხარი ბოლი) - პოპულარული ჰიპ-ჰოპ ჯგუფის, Migos-ის წევრი ატლანტიდან. ამის შესახებ გამოცემა TMZ-ი იტყობინება.

გამოცემის თანახმად, სროლა წუხელ ღამით მოხდა. Takeoff-ი ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან, Quavo-სთან ერთად სამაგიდო თამაშს ეთამაშებოდა ბოულინგ კლუბში მიმდინარე დახურული წვეულების მონაწილეებს. მოთამაშეთა შორის გაჩნდა კონფლიქტი, რომელიც ხელჩართულ ბრძოლასა და სროლაში გადაიზარდა. როგორც იტყობინებიან, წვეულების ორი სტუმარი დაიჭრა, Takeoff-ი კი მოკლულია.

Takeoff-მა, მისმა ბიძამ Quavo-მ და ბიძაშვილმა Offset-მა 2008 წელს ჩამოაყალიბეს ჰიპ-ჰოპის ტრიო Migos-ი. მათ პოპულარობა მოუტანა სინგლმა "Versace"-მ, რომელიც 2013 წელს გამოვიდა და Billboard Hot 100-ის სიაში 99-ე ადგილს მიაღწია. მათი მეორე სტუდიური ალბომი "Culture" პირველ ადგილზე იყო Billboard 200-ის სიაში და კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა. Takeoff-ის სიკვდილამდე ერთი დღით ადრე ტრეკ "Messy"-ზე გამოვიდა მისი და Quavo-ს ერთობლივი ვიდეო.

XS
SM
MD
LG