Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფხენიანმა სულ მცირე 10 რაკეტა ისროლა


ფოტო არქივიდან. ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გამოცდა
ფოტო არქივიდან. ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გამოცდა

დღეს ჩრდილოეთ კორეამ სხვადასხვა სახის, სულ მცირე 10 რაკეტა ისროლა აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებიდან. ამის შესახებ სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. ერთი დღით ადრე ფხენიანმა მოითხოვა, რომ სამხრეთ კორეამ და აშშ-მა შეწყვიტონ ერთობლივი სამხედრო წვრთნები.

ჩრდილოეთ კორეიდან ნასროლი ერთ-ერთი რაკეტა ჩამოვარდა გამყოფი ხაზის რაიონში, ქალაქ სოკჩოდან 57 კილომეტრში, სამხრეთ კორეის ტერიტორიული წყლების უშუალო სიახლოვეს, რაც პირველი შემთხვევაა ნახევარკუნძულის ორად გაყოფის შემდეგ. სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ ეს შეაფასა ფაქტობრივად, ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრად.

ფხენიანის პასუხად, სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთისკენ სამი ბალისტიკური რაკეტა ისროლა. სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ არ მოითმენს ჩრდილოეთის მსგავს პროვოკაციებს და მტკიცე პასუხს გასცემს.

ფხენიანის ქმედების გამო, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. იგივე გააკეთა იაპონიის პრემიერ-მინისტრმაც.

XS
SM
MD
LG