Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში 24-ე ქართველი მებრძოლი დაიღუპა


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა. ლევან სახელაშვილის შესახებ ინფორმაციას მისი ქართველი თანამებრძოლები ავრცელებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საელჩო ინფორმირებულია და მიმდინარეობს გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები.

უკრაინაში ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. უკრაინის სასარგებლოდ იქ ათეულობით ქართველი იბრძვის.

უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა. მას შემდეგ 23 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG