Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასაკი, დაბადების და სიკვდილის ადგილი - რას ჰყვებიან რიცხვები უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები

უკრაინაში ომის დაწყების დღიდან 1500-მდე ქართველი იბრძვის. მათ შორის, 1300-მდე მებრძოლი "ქართული ლეგიონის" წევრია.

ცნობა პირველი მებრძოლის სიკვდილის შესახებ 18 მარტს გავრცელდა. მას შემდეგ, უკრაინაში, ფრონტის წინა ხაზზე, ყოველ თვეში იღუპებიან ქართველი მებრძოლები. გამონაკლისი სექტემბერი გამოდგა.

დაღუპულთა ასაკი

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების უმეტესობა 40-დან 50 წლამდეა.

მოქალაქეობა

დაღუპულებს შორის არიან ქართული წარმოშობის უკრაინის მოქალაქეები.

დაღუპულთა მნიშვნელოვანი ნაწილი აფხაზეთიდან დევნილი ოჯახებიდან არიან.

მათ შორისაა, ტატო (ტელმან) ბიგვავა. 27 წლის მებრძოლი 8 მაისს, მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე დაიღუპა. ის ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბის ჩამოვარდნას ემსხვერპლა. ტატო 18 თანამებრძოლთან ერთად ნანგრევებში მოყვა და მისი ცხედარი დღემდე აზოვსტალის ტერიტორიაზე რჩება. ტატო კაპიტნის წოდებას ატარებდა და ის უკრაინის საზღვაო ქვეითთა და ჯარისკაცთა პოლკ „აზოვის" მებრძოლი იყო.

როდის დაიღუპა ყველაზე მეტი ქართველი მებრძოლი?

სამხედრო გამოცდილება და მოხალისეები

საქართველოდან წასული მებრძოლების დიდ ნაწილს მანამდე საბრძოლო გამოცდილება არ ჰქონია და ისინი ომში მოხალისეებად წავიდნენ.

დაღუპულებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც იბრძოდნენ როგორც აფხაზეთის ომში, ისე 2008 წლის აგვისტოს ომში.

ნაწილი დაღუპულებისა საომარ მოქმედებებში მონაწილეობას იღებდა უკრაინაში 2014 წელსაც.

რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სიტყვებით, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზანია უკრაინის „დენაციფიკაცია“, „დემილიტარიზაცია“ და ასევე უკრაინის უარი ნატოში გაწევრიანებაზე.

  • 16x9 Image

    ნინო თარხნიშვილი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. 

This item is part of
XS
SM
MD
LG