პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გუშინ 2 ნოემბერს გავრცელებული განცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა იყო. ირაკლი კობახიძემ ეს კომენტარი პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად გააკეთა.
კობახიძის თქმით, საქართველოს პარტნიორები სამართლის უზენაესობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობას თანაბრად უნდა უფრთხილდებოდნენ როგორც თავის, ასევე სხვა ქვეყანაში.
„ცოტა მძიმედ უნდა შევაფასო, რა თქნა უნდა, ასეთი განცხადებები. ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ ვკადრულობთ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და რაიმე ფორმით ზემოქმედებას სასამართლოსოს გადაწყვეტილებებზე. მე ვნახე გუშინ აშშ-ის საელჩოს, ელჩის განცხადება, ეს იყო პირდაპირი ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში, რაც ბუნებრივია, ძალიან მძიმეა. მე სხვა შეფასებას ამას ვერ მივცემ. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები თანაბრად უნდა უფრთხილდებოდნენ სამართლის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას როგორც საკუთარ, ასევე სხვა ქვეყანაში, ეს არის ერთადერთი შეფასება, რაც მე შემიძლია გავაკეთო. ჩვენ სხვანაირად ვუდგებით სასამართლოს დამოუკიდებლობას და სამართლის უზენაესობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის საფუუძველზეც ტელეკომპანია "მთავარი ახრის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პატრიმრობაში დარჩა აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა. საელჩო მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს.
"იმ დროს, როდესაც საქართველოს ერთგულება მიუკერძოებელი სასამართლოსა და მედია პლურალიზმის მიმართ განსაკუთრებული დაკვირვების საგანია, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა", - წერია განცხადებაში.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი დირექტორის და „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართავს ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი, ასევე კოალიცია მედიაადვოკატირებისთვის.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, არ ჰგონია, რომ პრეოზდენტი ნიკა გვარამიას შეიწყალებს
"მაშინ გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი საერთოდ, ოდნავადაც არ სცემს პატივს პრეზიდენტის ინსტიტუტს. მე მგონი, ეს ასე არ იქნება, მინიმალური პატივისცემა მაინც იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ და ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გამოირიცხება შეწყალება“, - განაცხადა 3 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბარში.
საქართველოს პრეზიდენტს კითხით, აპირებს თუ არა ის ნიკა გვარამიას შეწყალებას, ტელეკომპანია "ფორმულამ" სახლიდან გამოსვლისას მიმართა. რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ "პრეზიდენტი დუმს".
"როგორ არის თქვენი საყვარელი ფორმულა?.. პრეზიდენტი დუმს", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. სააპელაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გამოცხადებული განაჩენი ზურაბ იაშვილისა და კახაბერ დამენიას შემთხვევაში. სააპელაციო სასამართლომ იაშვილი უდანაშაულოდ ცნო, დამენიას კი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (გულგრილობა) გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.
სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის საჩივარი მხოლოდ "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას შემთხვევაში დააკმაყოფილა ნაწილობრივ. სააპელაციომაც, საქალაქო სასამართლოს მსგავსად, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით (მითვისება ან გაფლანგვა) წაყენებული ბრალი გადააკვალიფიცირა ამავე კოდექსის 220 (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) მუხლის ორი ეპიზოდით გათვალისწინებულ დანაშაულად იმ განსხვავებით, რომ ორივე შემთხვევაში 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა გამოიყენა - საქალაქო სასამართლომ 50 ათასლაირიანი ჯარიმა და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.