Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოგი წულაია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო სექსუალურ ძალადობაში - ის თავშესაფარს სთხოვს საფრანგეთს


თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 ნოემბერს პოლიტიკოსი გოგი წულაია უდანაშაულოდ ცნო სექსუალური ძალადობის ნაწილში და დამნაშავედ მიიჩნია იმგვარ ძალადობაში, რომელმაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ამ დანაშაულისთვის სასამართლომ წულაიას 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ვინაიდან აღნიშნულ საქმეზე ის 4 თვის განმავლობაში იყო წინასწარ პატიმრობაში, მხოლოდ ორთვიანი პატიმრობა ელის.

გოგი წულაია სასამართლო პროცესებში 2022 წლის ზაფხულის შემდეგ დისტანციურად მონაწილეობდა - ის ბოლო 4 თვეა საფრანგეთში ცხოვრობს და როგორც მისმა ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, აპირებს თავშესაფრის მოთხოვნას მის მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნის გამო.

"ეს გოგო უჩიოდა კიდევ, ხან შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, ადგა და წავიდა. სასამართლოსაც ეგ უთხრა, რომ მაგიტოა წასული", - ამბობს ვალერი გელბახიანი. ის აპირებს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ საკმარისი მტკიცებულებები გოგი წულაიას წინააღმდეგ გამოძიებას არც ძალადობის ნაწილში ჰქონია.

სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს პროკურატურაც, რომელიც თვლის, რომ გოგი წულაია დამნაშავეა სექსუალურ ძალადობაშიც.

წულაია 2021 წლის მარტში დააკავეს ქალზე ძალადობის ბრალდებით, ივლისში კი წინასწარი პატიმრობიდან 6 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

XS
SM
MD
LG