Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თსუ-ში გამოცდის დროს ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, უნივერსიტეტის ცნობით, არავინ დაშავებულა


საგამოცდო ცენტრში მომხდარის ამსახველი ფოტო და ინფორმაცია თავდაპირველად EDU.ARIS.GE-მ გაავრცელა
საგამოცდო ცენტრში მომხდარის ამსახველი ფოტო და ინფორმაცია თავდაპირველად EDU.ARIS.GE-მ გაავრცელა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო სივრცეში, ბიბლიოთეკის შენობაში, გამოცდის დროს ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. რადიო თავისუფლებას უნივერსიტეტში განუცხადეს, რომ არავინ დაშავებულა, საგამოცდო პროცესი კი არ ჩაშლილა.

"გამოცდის მიმდინარეობისას, როცა ხმაური გაიგეს, სტუდენტები გამოიყვანეს, არცერთს თავზე არ დასცემია. ჭერი შეამოწმეს სპეციალისტებმა და როგორც კი დაადგინეს, რომ უსაფრთხო იყო, გამოცდა გაგრძელდა", - განაცხადეს თსუ-ს პრესსამსახურში.

საგამოცდო ცენტრში მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად EDU.ARIS.GE-მ გაავრცელა.

XS
SM
MD
LG