Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CIA-ის დირექტორი, ბერნსი, თურქეთში შეხვდება რუს კოლეგას


უილიამ ბერნსი, შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) დირექტორი
უილიამ ბერნსი, შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) დირექტორი

ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს(CIA) დირექტორი უილიამ ბერნსი 14 ნოემბერს თურქეთში, ანკარაში, ხვდება რუსეთის დაზვერვის შეფს, სერგეი ნარიშკინს, რათა ხაზი გაუსვას იმ შედეგებს, რომლებიც მოჰყვებოდა უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე რუსეთის შესაძლო გადაწყვეტილებას. ამ ცნობას სააგენტო "ასოშიეიტედ პრესი" ავრცელებს, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით.

პირი, რომლის ვინაობაც ანონიმურად რჩება, ამბობს, რომ ბერნსი და ნარიშკინი არ ისაუბრებენ უკრაინაში ომის გადაწყვეტის გზებზე. მოელიან, რომ ბერნსი დააყენებს რუსეთში დაპატიმრებული ამერიკელების, კალათბურთელ ბრიტნი გრაინერისა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ყოფილი წევრის, პოლ უილენის საკითხს. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას სურს, პატიმართა გაცვლის ოპერაცია შედგეს რუსეთთან.

ბერნსისა და ნარიშკინის მოლაპარაკება იქნება ამ რანგის მაღალჩინოსანთა პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც თებერვალში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა.

XS
SM
MD
LG