Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 100 კანადელს, მათ შორის ჯიმ კერის და მარგარეტ ეტვუდს


ჯიმ კერი, ჰოლივუდის მსახიობი
ჯიმ კერი, ჰოლივუდის მსახიობი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ სანქციები დაუწესა კანადის კიდევ 100 მოქალაქეს, მათ შორის ჰოლივუდის მსახიობს, ჯიმ კერის და პოპულარულ მწერალს, მარგარეტ ეტვუდს. სამინისტროს თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულია კანადის „რუსოფობიური მთავრობის“ მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ. სანქციები ითვალისწინებს აკრძალვას რუსეთში მოგზაურობაზე.

სანქციების სიას დამატებულ კანადის მოქალაქეებს შორის არიან მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირები, საგანმანათლებლო ინსტიტუტებისა და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები.

საერთო ჯამში, რუსეთის სანქციების სია ამჟამად მოიცავს კანადის 1005 მოქალაქესა და კომპანიას.

XS
SM
MD
LG