Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ რუსეთი და უკრაინა სამხედრო ტყვეების წამებას მიმართავდნენ


"აზოვსტალის" დამცველები რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ. თურქეთი. ფოტოები 2022 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა.
"აზოვსტალის" დამცველები რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ. თურქეთი. ფოტოები 2022 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა.

გაეროს ადამიანის უფლებების უწყებამ (OHCHR) განაცხადა, რომ 24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ რუსეთი და უკრაინა მიმართავდნენ სამხედრო ტყვეების წამებას, მათ შორის - ცემას, ელექტროშოკით წამებას და დამამცირებელ მოპყრობას, როგორიცაა იძულებით გაშიშვლება.

უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებების მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა, მატილდა ბოგნერმა, 15 ნოემბერს ჟენევაში შეკრებილ ჟურნალისტებთან ვიდეოკავშირით მიმართვისას თქვა, რომ OHCHR-მა დაადგინა რუსეთისა და მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედი შეიარაღებული ჯგუფების ხელში მყოფი ტყვეების მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ნიმუშები. ასევე დადასტურებულია უკრაინის სახელმწიფო უწყებათა მიერ ტყვეების მიმართ ჩადენილი დანაშაულები.

საერთაშორისო სამართლის თანახმად, „წამებისა და სასტიკი მოპყრობის აკრძალვა აბსოლუტურია, ასევე - და განსაკუთრებითაც - შეიარაღებული კონფლიქტის დროს“, - უთხრა ბოგნერმა ჟურნალისტებს.

მედიის თხოვნაზე, შეედარებინა ორივე მხარის მიერ ძალის ბოროტად გამოყენების შემთხვევები, ბოგნერმა თქვა, რომ რუსების მხრიდან უკრაინელი სამხედრო ტყვეების მიმართ დარღვევები „საკმაოდ სისტემატურ“ ხასიათს ატარებდა. უკრაინელების მიერ რუსი სამხედრო ტყეების მიმართ დარღვევები კი „არ იყო სისტემატური“.

XS
SM
MD
LG