Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კენჭს იყრის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში


დონალდ ტრამპი აცხადებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის გადაწყვეტილებას
დონალდ ტრამპი აცხადებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის გადაწყვეტილებას

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კენჭს იყრის მომდევნო, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ტრამპმა მხარდამჭერებს ფლორიდაში, საკუთარ რეზიდენციასთან მიმართა და უთხრა, რომ ამერიკის დაბრუნება ახლავე იწყება.

დონალდ ტრამპის თქმით, მისი პრეზიდენტობის პერიოდში ყველაფერი შესანიშნავად იყო, დღეს კი, ქვეყანა დაღმასვლას განიცდის. ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტად კენჭს იყრის, რათა ამერიკას დიდება დაუბრუნოს.

მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე. 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა, დიდი ხნის განმავლობაში მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.

2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 600-ზე მეტი პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG