Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნონა მამულაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა


ნონა მამულაშვილი
ნონა მამულაშვილი

ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია", წევრ ნონა მამულაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა - პარლამენტმა ამ საკითხზე დღეს, 16 ნოემბერს, იმსჯელა.

მამულაშვილი პარტიიდან და პარლამენტიდან საკუთარი გადაწყვეტილებით წავიდა.

ნონა მამულაშვილის მიერ პარლამენტის დატოვების შემდეგ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მის ადგილმონაცვლედ სხვას ვერ წარადგენს, რადგან საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების საარჩევნო სიები გაუქმებულია.

მამულაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მეოთხე დეპუტატია, რომელიც ამ მოწვევის პარლამენტს ტოვებს. ადგილმონაცვლეები არც მის ყოფილ თანაგუნდელებს, ნიკა მელიას, ზაალ უდუმაშვილს და ლევან ვარშალომიძეს ჰყავთ.

XS
SM
MD
LG