Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედმა გამომძიებლებმა "ჩრდილოეთის ნაკადთან" იპოვეს ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი


მილსადენ "ჩრდილოეთის ნაკადზე" მომხდარი აფეთქების შედეგად გაჟონილი ბუნებრივი გაზი ბალტიის ზღვაში, შვედეთის ეკონომიკურ ზონაში. 2022 წლის 28 სექტემბერი
მილსადენ "ჩრდილოეთის ნაკადზე" მომხდარი აფეთქების შედეგად გაჟონილი ბუნებრივი გაზი ბალტიის ზღვაში, შვედეთის ეკონომიკურ ზონაში. 2022 წლის 28 სექტემბერი

შვედი გამომძიებლების მიერ ბალტიის ზღვაში, გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ მომხდარი აფეთქების რაიონში აღმოჩენილ უცხო საგნებზე ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალია. ამის შესახებ დღეს, 18 ნოემბერს განაცხადა პროკურორმა მატს იუნგკვისტმა, რომელიც წინასწარ გამოძიებას ხელმძღვანელობს. პროკურორის განცხადებით, ინციდენტი უხეში საბოტაჟი იყო. იუნგკვისტმა ამ ეტაპზე მეტი ინფორმაციის გაცემაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ გამოძიება გრძელდება.

სექტემბრის ბოლოს, ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ ორივე გაზსადენზე მოხდა აფეთქებები, რომელთა შედეგად ბუნებრივმა გაზმა გაჟონა დანიის და შვედეთის ეკონომიკურ ზონებში. ევროპის ქვეყნებმა მომხდარი დივერსიად შეაფასეს. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დივერსიაში დასავლეთი დაადანაშაულა.

რუსეთი „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით" ევროპას ბალტიის ზღვის გავლით აწვდის ბუნებრივ გაზს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ სანქციების ამოქმედების შემდეგ, რუსეთმა ტექნიკური სამუშაოების საბაბით, გაზის მიწოდება მინიმუმამდე დაიყვანა. რაც შეეხება „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს", მის სერტიფიცირებაზე გერმანიამ უარი თქვა მას შემდეგ, რაც უკრაინაზე თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე, პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა დონეცკის და ლუგანსკის "სახალხო რესპუბლიკების" ე.წ. დამოუკიდებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG