Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოთელები მოწამლულ ჰაერს ებრძვიან


ფოთელები მოწამლულ ჰაერს ებრძვიან
please wait

No media source currently available

0:00 0:10:36 0:00

ფოთის პორტის სატვირთო ტერმინალის სიახლოვეს მცხოვრებლები სახლში მტვერს დღეში რამდენჯერმე წმენდენ. შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია, რომ მათ ავეჯზე დალექილი მტვერი სხვანაირია - მძიმე და შავი. მაგრამ ამას ვერც ფოთის მერია ხედავს და არც გარემოს დაცვის სააგენტო აღიარებს.

პორტის მახლობლად მცხოვრები ასი ოჯახი კი უკვე მესამე წელია, სუნთქავს მტვერს, რომელიც ტყვიას შეიცავს. ყურადღება მათ ვერც ქუჩის გადაკეტვით და ვერც სასამართლოში ჩივილით მიიპყრეს. ამ ოჯახებმა, რომლებმაც დევნილობა გამოიარეს და ბინების დაკანონებას წლები შეალიეს, ახლა აქედან გადასვლაზე ოცნებობენ.

XS
SM
MD
LG