Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Associated Press-იდან გაათავისუფლეს რეპორტიორი, რომელმაც პოლონეთში ჩამოვარდნილ რუსულ რაკეტაზე მცდარი ამბავი გაავრცელა


პოლონეთის სოფელ პშევოდუვში ჩამოვარდნილი რაკეტის ფრაგმენტი. 15 ნოემბერი, 2022 წელი
პოლონეთის სოფელ პშევოდუვში ჩამოვარდნილი რაკეტის ფრაგმენტი. 15 ნოემბერი, 2022 წელი

ორშაბათს Associated Press-მა სამსახურიდან დაითხოვა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე რეპორტიორი, რომელმაც რედაქციას მცდარი ინფორმაცია მიაწოდა პოლონეთში გასულ კვირას მომხდარი სარაკეტო დარტყმის შესახებ. საგანგაშო ინფორმაციას მოჰყვა დიდი საერთაშორისო რეზონანსი, ხოლო ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელმა რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად პოლონეთის ორი მოქალაქის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.

მაგრამ მოგვიანებით ნატოს, შეერთებული შტატებისა და პოლონეთის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ რაკეტა, რომელიც 15 ნოემბერს პოლონეთის სოფელ პშევოდუვში დაეცა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ იქნა გაშვებული.

როგორც „ვაშინგტონ პოსტს“ უთხრეს სააგენტოში მომუშავე ადამიანებმა, ხანმოკლე შიდა გამოძიების შემდეგ 35 წლის ჯეიმს ლაპორტა სამსახურიდან დაითხოვეს.

ლაპორტას გათავისუფლების შესახებ ცნობა პირველად ორშაბათს საღამოს Daily Beast-მა გამოაქვეყნა. ამ ცნობაზე ლაპორტამ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

აშშ-ის ყოფილი საზღვაო ქვეითი ჯეიმს ლაპორტა, რომელიც ავღანეთში მსახურობდა, სააგენტო AP-ს 2020 წლის აპრილში შეუერთდა, როგორც შტატგარეშე რეპორტიორი. იგი საინფორმაციო სააგენტოში სამხედრო საქმეებსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს აშუქებდა.

XS
SM
MD
LG