Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები უკრაინისთვის 4,5 მილიარდ დოლარ გრანტს გამოყოფს


აშშ-ის ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი

შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა გამოაცხადა უკრაინისთვის 4,5 მილიარდი დოლარი გრანტის მინიჭების შესახებ. ფინანსების გამოყოფა უახლოეს კვირებში დაიწყება.

„აშშ განუხრელად აგრძელებს უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენას და ახდენს 4,5 მილიარდი დოლარის მობილიზაციას გრანტების სახით, პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით. ამ საშუალებების გამოყოფა უახლოეს კვირებში დაიწყება. სახსრები დაეხმარება უკრაინის მთავრობას, თავი დაიცვას რუსეთის უკანონო ომისგან, უზრუნველყოფს ეკონომიკურ სტაბილურობას და ძირითადი სამთავრობო სამსახურების მუშაობას, საავადმყოფოებისა და მთავრობის თანამშრომელთა და მასწავლებლებისთვის ხელფასების გადახდას,“ ნათქვამია იელენის განცხადებაში.

ის აღნიშნავს, რომ ამგვარად ვაშინგტონის მიერ უკრაინის მთავრობისთვის გამოყოფილი გრანტების საერთო მოცულობა 13 მილიარდ დოლარს აღწევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG