Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხი ადამიანი დაიღუპა რუსეთის ქალაქ კრიმსკში სროლის შედეგად


სროლის მომენტი ქალაქ კრიმსკში
სროლის მომენტი ქალაქ კრიმსკში

ოთხი ადამიანი დაიღუპა რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ კრიმსკში მომხდარი სროლის შედეგად. ამის შესახებ იტყობინება "რია ნოვოსტი" შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

უწყებამ განმარტა, რომ დაღუპულთა შორის არის ის პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა.

ტელეგრამის არხ Baza-ს ცნობით, მსროლელის სახელია ვლადიმერ ჟირნოვი. მან სროლა ცოლთან ჩხუბის შემდეგ ატეხა. წინასწარი მონაცემებით, ჟირნოვმა სასამართლო პროცესი წააგო თავის შვილთან, რის შემდეგაც მეუღლესთან იჩხუბა.

XS
SM
MD
LG