თბილისის მერიამ გასული 4 წლის განმავლობაში, 2019-დან 2022 წლის 15 ნოემბრამდე, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა ქუჩის ხელოვნების განვითარებისთვის განკუთვნილი პროექტების დასაფინანსებლად. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას თბილისის მერიიდან მიაწოდეს. გასული 4 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი თანხა ქალაქის ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით 2022 წელს გამოიყო.