Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაშურის მუზეუმი ვერ ადასტურებს რომ აქამდე უცნობ ფოტოზე ფიროსმანია გამოსახული


ხაშურის სამუზეუმო გაერთიანებამ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში რკინიგზის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე ამ დრომდე უცნობი ფოტო გამოფინა და გამოთქვა ვარაუდი, რომ მასზე ასახული კაცებიდან ერთ-ერთი შეიძლება იყოს ცნობილი ქართველი მხატვარი, ნიკო ფიროსმანაშვილი, რომელიც ხაშურში, რკინიგზაზე მუშაობდა 1890 წლის 14 აპრილიდან 1890 წლის 23 ოქტომბრამდე მემუხრუჭე კონდუქტორად.

მუზეუმში არ აქვთ მყარი არგუმენტები ამ პოზიციის გასამყარებლად და საზოგადოებას უზიარებენ ვარაუდებს, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს მხატვრის ამ დრომდე უცნობ ფოტოსთან.

  • ფოტო აღმოჩნდა, სწორედ, ხიდირბეგიშვილების კოშკისა და ხაშურის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის უბანში, სადაც ფიროსმანი კონდუქტორად მუშაობისას ცხოვრობდა კერძო სახლში;
  • ფოტო არის პასპარტუზე, არის ფოტოსტუდიის პროდუქტი, დაბეჭდილია, სავარაუდოდ, მე-19 საუკუნის ბოლოს, ფოტოსტუდიაში;
  • ხაშურის რკინიგზაზე მუშაობისას ის, სავარაუდოდ, 28 წლის იყო; ფოტოზე გამოსახული ადამიანიც დაახლოებით ასაკის ადამიანი;
  • მუზეუმის ვარაუდით, ფოტოზე ფიროსმანი აღბეჭდილია სწორედ იმ წრის ადამიანებთან, რომელ წრეშიც ის მუდამ ტრიალებდა; იოსებ ლომსაძე, ვისი ოჯახშიც ინახებოდა ფოტო, არის შთამომავალი თევდორაშვილების ოჯახის, რომლებიც ვაჭართა წარმომადგენლები იყვნენ. ოჯახის დიდი პაპა, კოლია თევდორაშვილი კი ხაშურის თეატრის მსახიობი იყო;

მუზეუმის განმარტებით ამ ფოტოს გამოქვეყნების მოტივაცია იყო იმის დადგენა საზოგადოებასთან ერთად, მართალია თუ არა მათი ვარაუდი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG