Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი პირი დააკავეს ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით


ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს, - წარსულში ნასამართლევი 27 და 39 წლის მამაკაცები. მათ ბრალად 1952 წელს დაბადებული პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება ედებათ. დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში ორი პირი 25 ნოემბერს შეიჭრა, რომლებიც იღუმენიას და მონაზვნებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 70 წლის მონაზონი, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG