Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი: მაკრონის შუამავლობის შემთხვევაში არ გაიმართება სამშვიდობო მოლაპარაკება სომხეთთან


აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 25 ნოემბერს გამოაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას მომავალ თვეში ბრიუსელში დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებაში სომხეთთან, რადგან ერევანი ითხოვს, რომ ამ შეხვედრაზე შუამავლის ფუნქცია იტვირთოს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

ბაქო საფრანგეთს ადანაშაულებს სომხეთის მხარდაჭერაში იმ კონფლიქტში, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ათწლეულებია მიმდინარეობს მთიანი ყარაბაღის რეგიონის გარშემო.

სამშვიდობო მოლაპარაკება ბრიუსელში 7 დეკემბერს არის დანიშნული, თუმცა, ალიევმა ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იქ არ შეხვდება სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს, რადგან ეს უკანასკნელი ითხოვს შეხვედრაში მაკრონმაც მიიღოს მონაწილეობა. ალიევმა ფაშინიანს მოლაპარაკებისთვის ძირის გამოთხრაში დასდო ბრალი.

გასულ თვეში მაკრონმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მონაწილეობა მიიღეს პრაღაში გამართულ შეხვედრაში ალიევსა და ფაშინიანს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG