Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოჩინოშინმა უარყოფითი ბალანსით დაასრულა სეზონის ბოლო ბაშო


ლევან გორგაძე. 2018
ლევან გორგაძე. 2018

სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში 2023 წლის ბოლო - მეექვსე - ბაშო ლევან გორგაძისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

ტოჩინოშინის ზედმეტსახელით ცნობილმა ქართველმა სეკიტორიმ თხუთმეტტურიან მარათონში მხოლოდ ექვსი ქულა აიღო და სეზონი სამქულიანი უარყოფითი ბალანსით დაასრულა.

ნოემბრის ბაშო გორგაძემ დასავლეთის მერვე მაეგაშირის წოდებით ჩაატარა. 8-22 იანვარს გასამართ ბაშოს კი, სავარაუდოდ, მეთერთმეტე მაეგაშირის რანგში შეხვდება.

XS
SM
MD
LG