Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის პრეზიდენტი ტოყაევი პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდა


ფოტო არქივიდან. ყაზახეთის და რუსეთის პრეზიდენტები ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი და ვლადიმირ პუტინი. სოჭი, 2022 წლის აგვისტო
ფოტო არქივიდან. ყაზახეთის და რუსეთის პრეზიდენტები ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი და ვლადიმირ პუტინი. სოჭი, 2022 წლის აგვისტო

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი იმყოფება მოსკოვში, სადაც დღეს შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. რუსეთი პირველი ქვეყანაა, რომელსაც ტოყაევი ეწვია ყაზახეთის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ.

კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოების ცნობით, ტოყაევი მოსკოვში პუტინის მიწვევით იმყოფება. სააგენტო „ტასს“ მოჰყავს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის სიტყვები, რომ ეს იქნება "სრულფორმატიანი და რუსეთის და რუსეთ-ყაზახეთის ურთიერთობებისთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი".

კრემლის პრესსამსახურის თანახმად, პუტინი და ტოყაევი განიხილავნ „რუსეთ-ყაზახეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის შემდგომი განვითარების საკითხებს და ურთიერთქმედების პერსპექტივას ევრაზიის სივრცეში ინტეგრაციული გაერთიანებების ფარგლებში“.

2022 წლის ივნისში, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე მყოფმა ტოყაევმა განაცხადა, რომ ყაზახეთი არ აპირებს რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების დარღვევას და დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარებას.

20 ნოემბერს ყაზახეთში ჩატარდა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც, ოფიციალური მონაცემებით, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ხმების 81%-ით გაიმარჯვა. მისი ინაუგურაცია 26 ნოემბერს გაიმართა.

XS
SM
MD
LG