Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვმა რომის პაპს უწოდა "პროპაგანდის მსხვერპლი"


რამზან კადიროვი
რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი პროპაგანდის შედეგად მიიჩნევს რომის პაპის განცხადებას, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ყველაზე სასტიკი ჩეჩნები არიან.

კადიროვი ტელეგრამზე წერს, რომ ჩეჩენ მებრძოლებს შორის "არცერთი არ არის ალკოჰოლიკი ან ნარკომანი, თითოეული ღრმად რელიგიურია და იცის, რომ ომში არ უნდა დაივიწყოს ღირსება და მტრის მიმართაც კი პატივისცემა". კადიროვს აინტერესებს, როგორ შეიძლება თვალით გაარჩიო რუსეთის სამხედრო მოსამსახურის ეროვნება, როცა ქვეყანაში 190-ზე მეტი სხვადასხვა ხალხი ცხოვრობს.

შესაბამისად, კადიროვი დაასკვნის, რომ რომის პაპი ფრანცისკე „უბრალოდ გახდა პროპაგანდის და უცხოური მასმედიის დაჟინებულობის მსხვერპლი“.

რომის პაპმა გამოცემა America-სთან ინტერვიუში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ ყველაზე სასტიკი არიან ისინი, ვინც რუსულ ტრადიციებს არ მისდევენ, მაგალითად, ჩეჩნები და ბურიატები.

XS
SM
MD
LG