Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, აშშ-ის გარეშე ევროპას არ ეყოფა ძალა რუსეთთან გასამკლავებლად


ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი
ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოავლინა ევროპის ქვეყნების სისუსტეები და მათი სტრატეგიული შეცდომები რუსეთთან დაკავშირებით.

„ძალიან გულახდილად გეტყვით, დაუნდობლად გულახდილად. ევროპას ამჟამად არასაკმარისი ძალები მოეპოვება. შეერთებული შტატების გარეშე გასაჭირში ვიქნებოდით“, - განაცხადა მარინმა ავსტრალიაში ვიზიტის მსვლელობისას ერთ-ერთ ანალიტიკურ ცენტრში გამოსვლისას. ამის შესახებ ფრანს პრესი იტყობინება.

ამასთან მან აღნიშნა, რომ აუცილებელია უკრაინის უზრუნველყოფა „ყველაფრით, რაც საჭირო იქნება“ და ამასთან ევროპის საკუთარი თავდაცვითი პოტენციალის გაზრდა. „უნდა დავრწმუნდეთ, რომ ვაძლიერებთ შესაძლებლობებს, რომლებიც დაკავშირებულია ევროპის თავდაცვასთან, ევროპის თავდაცვით მრეწველობასთან და დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ სხვადასხვა ვითარებას გავართმევთ თავს“, - აღნიშნა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა ფინეთის საზოგადოებაში განწყობილების მკვეთრი ცვლილება გამოიწვია და ქვეყნის მთავრობა აიძულა, ნატოში გაწევრიანების განაცხადი გაეკეთებინა. ნატოს წევრების უმრავლესობამ, თურქეთისა და უნგრეთის გარდა, უკვე მოახდინეს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების თაობაზე შეთანხმების რატიფიცირება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG