Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედეთმა თურქეთს გადასცა მსჯავრდებული - ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრი


საილუსტრაციო ფოტო: პოლიცია, შვედეთი, 2021 წლის მარტი.
საილუსტრაციო ფოტო: პოლიცია, შვედეთი, 2021 წლის მარტი.

შვედეთმა თურქეთს გადასცა პირველი პირი, რომელიც თურქეთში გაასამართლეს ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრობისთვის.

ორგანიზაციას ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

ამის შესახებ თურქული ტელეარხი NTV იტყობინება. მაჰმუთ თათმა, რომელსაც თურქეთში 6 წელი და 10 თვე აქვს მისჯილი, თავშესაფრის მოთხოვნით შვედეთს 2015 წელს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.

პარასკევს თათი სტამბოლში გადაიყვანეს, იქ აეროპორტის პოლიციის განყოფილებაში სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და დააკავეს.

ივნისის ბოლოს თურქეთმა, შვედეთმა და ფინეთმა გააფორმეს უსაფრთხოების შეთანხმება, რომელიც ადრე ნეიტრალური ორი ქვეყნის ალიანსში წევრობის პროცესს გაუხსნის გზას.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ შვედეთმა და ფინეთმა აიღეს ვალდებულება, არ დაუჭირონ მხარი ქურთისტანის მუშათა პარტიას და სხვა ფორმირებებს, რომლებსაც ანკარა ტერორისტულად მიიჩნევს.

მაისში თურქეთმა დაბლოკა ნატოში ფინეთისა და შვედეთის გაერთიანების შესვლის დაწყების პროცესი. მედიის თანახმად, ანკარამ შვედეთს მოსთხოვა ტერორიზმში ბრალდებული 30 ადამიანის ექსტრადირება. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ფინეთმა და შვედეთმა უარყვეს ნეიტრალიტეტი და გადაწყვიტეს ნატოში გაწევრიანება საკუთარი უსაფრთხოების მიზნით.

XS
SM
MD
LG