Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Financial Times-მა ვოლოდიმირ ზელენსკი წლის ადამიანად დაასახელა


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

ბრიტანულმა გაზეთმა Financial Times-მა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წლის ადამიანად დაასახელა.

„თებერვალში [რუსეთის] შეჭრამდე ბევრ უკრაინელს ის ეგონა მასხარა და დილეტანტი, რომელსაც არ შესწევდა უნარი, მიეღო გამოწვევა მაღალი თანამდებობის სახით, მაგრამ 44 წლის ზელენსკიმ მოახერხა ღირსეული ადგილი დაეკავებინა ისტორიაში იმის წყალობით, რომ არაჩვეულებრივი ლიდერობა და სიმამაცე გამოავლინა“, - წერს FT.

უკრაინამ განაცვიფრა მსოფლიო, როცა კიევის შტურმი მოიგერია და კონტრიერიშზე გადავიდა დონბასში, აღნიშნავს გამოცემა. მან უკან დაიბრუნა რუსეთის მიერ ხელში ჩაგდებული ტერიტორიის ნახევარი. ახლა კი, ზამთრის დადგომასთან ერთად, უკრაინის ჯარები სამხრეთის და აღმოსავლეთის მიმართულებით მიიწევენ ოკუპირებული ტერიტორიების, მათ შორის დონბასისა და ყირიმის გასათავისუფლებლად.

„როგორც უინსტონ ჩერჩილი გამოდიოდა რადიოთი, რათა შეეკავშირებინა თავისი ქვეყანა ბლიცკრიგის დროს, ზელენსკიმ სოცქსელები გამოიყენა, რათა დაუღალავად ცდილიყო დასავლეთისგან სამხედრო და ფინანსური დახმარების მიღებას. მან თავისი ხალხის გასაჭირი ევროპისა და აშშ-ის ლიდერებზე ზეწოლის მორალურ ბერკეტად აქცია“, - შენიშნავს Financial Times-ი.

„ზელენსკი ამავე დროს იქცა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინელი ხალხის სიმამაცისა და უდრეკობის განსახიერებად. სწორედ ამ მიზეზების გამო აღიარა Financial Times-მა ზელენსკი წლის ადამიანად“, - ასკვნის ბრიტანული გამოცემა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG