Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბახმუტის აღებას რუსეთისთვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს“ - გენერალი ალექსანდრ სირსკი


რუსეთის არმიას სურს დონეცკის ქალაქ ბახმუტის ხელში ჩაგდება არა სტრატეგიული, არამედ მისი სიმბოლური მნიშვნელობის გამო, ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრ სირსკიმ ეროვნული ტელემარათონის დროს განაცხადა.

„რიგი დანაკარგების შემდეგ, რომლებიც მტერმა ხერსონში, ხერსონის ოლქში, მანამდე ხარკოვის ოლქში და ლიმანში განიცადა, იგი ცდილობს ყველა საშუალებით დაეუფლოს ამ ქალაქს, გაარღვიოს თავდაცვის ხაზი და ამით მოახდინოს პირადი შემადგენლობის მოტივირება, აამაღლოს მისი მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა“, - განაცხადა უკრაინელმა გენერალმა.

რუსეთის არმია ბახმუტის ხელში ჩაგდებას მრავალი თვის განმავლობაში ცდილობს. აქამდე ექვსჯერ გამოაცხადა ქალაქის აღების ვადა, მაგრამ "ყველა ჯერზე ჩვენი ჯარისკაცები თავიანთი გმირული საქმიანობით ფუშავდნენ მტრის ჩანაფიქრს და მთელი ამ ხნის განმავლობაში მან (რუსეთის არმია-რედ.) მაქსიმუმ 5 კილომეტრით შეძლო წინ წაწევა“, - აღნიშნა უკრაინის არმიის სახმელეთო ჯარების სარდალმა.

5 დეკემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსული ჯარები შეტევითი ძალისხმევის კონცენტრირებას ახდენდნენ ბახმუტისა და ავდიივკის მიმართულებებზე.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ახლა დონეცკის რეგიონში ყველაზე ცხელი და მტკივნეული ადგილებია ბახმუტი და სოლედარი.

XS
SM
MD
LG